საქართველოს მწერალთა კავშირმა მსოფლიო საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილ საოპერო მომღერალს და ქველმოქმედს საპატიო ჯილდო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა გადასცა. მწერალთა კავშირი ქართული კულტურის რაინდის წოდებას მეოთხე წელია ანიჭებს გამოჩენილ მოღვაწეებს. პაატა ბურჭულაძემდე ქართული კულტურის რაინდის წოდება ჭაბუა ამირეჯიბს, მუხრან მაჭავარიანსა და რეზო ჩხეიძეს მიენიჭა.
პაატა ბურჭულაძე, ასევე იგი ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრი გახდა.

