ფონდის საქმიანობა წესდებით ითვალისწინებს: სოციალურად დაუცველი ოჯახების გამთლიანებას, მზრუნველობამოკლებული, ობოლი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევას, ბავშვთა სახლებიდან მშობლებისთვის შვილების დაბრუნებას და მათ მომავალზე ზრუნვას. სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რასაც ფონდი ახორციელებს შემოწირულობებიდან და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებით.
2011 წელს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებები. სხვადასხვა დახმარებებისა და სტიპენდიების სახით გაცემულია 116000 ლარის ოდენობით. მათ შორის ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში სწავლის საფასურის სახით გადარიცხულია 32000 ლარი. ბინების შეძენაზე 56000 ლარი. აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გაწეულმა დახმარებამ 101000 ლარი შეადგინა. მიზნობრივი შემოწირულობების შესაბამისად ივერიის ღვრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში 229000 ლარი გადაირიცხა. საქველმოქმედოდ გაწეულმა ხარჯებმა ნატურალური ფორმით 101800 ლარი შეადგინა.
თავისი არსებობის 8 წლის მანძილზე “იავნანამ” 500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მოხვედრას. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სულ 64 ბინა იქნა გადაცემული.
“იავნანას” საქმიანობა მთლიანად საზოგადოების თანადგომაზეა აგებული. “იავნანას” მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამოებს ხშირად მართავენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი საოპერო ვარსკვლავები და მუსიკოსები, ასევე საქართველოს გამოჩენილი მომღერლები და სხვადასხვა ანსამბლები, რომლებიც “იავნანას” დაარსებიდანვე მისი აქტიური მხარდამჭერები არიან.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გამთლიანება

საღამოს დასასრულს ხვედელიძეების უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. ქ. ჭიათურაში, რომლის ღირებულებაც 20.438 ლარს შეადგენს. სალომე, თემური, ვაჟა, არსენ ხვედელიძეები იზრდებოდნენ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში. დედამ ისინი 2000 წელს მიატოვა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონულმა განყოფილებამ დედას შეუზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ხვედელიძეების მამა გარდაიცვალა. უფროსები ვაჟა და არსენი სრულწლოვანები არიან და მუშაობენ ჭიათურის მაღაროში. ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. უმცროსებს კი ძალიან გაუჭირდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნა. ისინი მამიდამ შეიფარა, რომელიც ასევე ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. მათ ამიერიდან ერთად ცხოვრების საშუალება მიეცათ.
2011 წლის 9 მარტს ფონდმა “იავნანა” და საქველმოქმედო ფონდმა “SOS”, ლეგენდარული მომღერლის მონსერატ კაბალიეს პატრონაჟით, ერთობლივი საქველმოქმედო გალა-კონცერტი გამართეს ესპანეთში, ქ. ბარსელონაში, თეატრში ლიცეუ. ეს იყო ტელემარათონი, რომელიც გადაიცემოდა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. საქველმოქმედო საღამო გახსნა ლეგენდარულმა მონსერატ კაბალიემ. საქველმოქმედო საღამო მიეძღვნა აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვებს.
საქველმოქმედო აქციის მსვლელობის დროს ჩართული იყო ცხელი ხაზი. მაყურებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა სატელეფონო ზარებით განეხორციელებინათ შემოწირულობები.
5000 ლარი სს “ლომისი”, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “ვითიბი ბანკი ჯორჯია”, ბანკი “ქართუ”, ბანკი “კონსტანტა”, შპს “დემასი”, შპს “კარატი+”, 3000 ლარი სს ბაზისბანკი, სს პროკრედიტბანკი, სს ეიჩ ეს ბი სი, შპს ლბ “ინვესტ ჯგუფი”, “თბილი სახლი”, “ახალი ნათება”, “შინრჰოფერი”, “იფქლი 1”, “თეგეტა მოტორსი”, “ორიენტ ლოჯიკი”, “ჰაიდელბერგ ცემენტი”, “ელსავაკო”, 2000 ლარი – სს “ლიბერთი ბანკი”, შპს-მ “კახური ტრადიციები”, შპს-მ “სანტე ჯი ემ თი”, შპს “საქართველოს თამბაქო”, შენგელია ფლორა, დათო ლოლაძის საქველმოქმედო ფონდი.
2011 წლის 22 მაისს საბერძნეთში, ქ. ათენში, თეატრში მეგარონი გაიმართა ქართულ-ბერძნული საქველმოქმედო გალა-კონცერტი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ფონდი “იავნანა”, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი ივერიისა, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემა “ინტელექსპრესი” და “ინექს ჯგუფი”. გალა-კონცერტი გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. შემოსული თანხები ჩაირიცხა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად და მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში.
2011 წლის 14 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთობლივად, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოს დასრულებისას საცხოვრებელი ბინის სიმბოლური გასაღები გადაეცა ჯიშკარიანების მრავალშვილიან ოჯახს. ჯიშკარიანების შვიდშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა უცხოეთში წასული ახლობლის ბინაში. რომლის განთავისუფლებაც მოუწიათ გარკვეული მიზეზების გამო. ოჯახი შვიდი შვილით რჩებოდა ქუჩაში, საცხოვრებელი ფართი მათ არ გააჩნდათ და არც შესაძელებლობა ბინის შესაძენად. მათ გაეწიათ დახმარება ბინის შესაძენად 14600 ლარის ოდენობით. იტალიის ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ იტალიის საელჩოს სახელით ფონდ “იავნანას” ანგარიშზე 10 000 ლარი ჩარიცხა.2011 წლის 29-30 ნოემბერს მსოფლიოში აღიარებული პიანისტის ალექსანდრე თორაძის საქველმოქმედო საღამო ჩატარდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
კონცერტის წინ გაიმართა პრესკონფერენცია, რომლის მეშვეობითაც ტელემაყურებლებს მიეწოდათ ინფორმაცია აქციის შესახებ, რომლითაც აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვებისათვის, ფონდი იავნანას მხარდამჭერების დახმარებით, ყოველთვიური დახმარება 70 ლარიდან გაიზარდა 100 ლარამდე. “იავნანას” მიზანია ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებზე დახმარებები გაგრძელდეს თითოეული ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ასევე, პრესკონფერენციაზე მოხდა ფონდ “იავნანასა” და სს “ვითიბი” ბანკის ერთობლივი პროექტის -სოციალური ანაბარი “იავნანა”-ს პრეზენტაცია. პროექტის მიხედვით ვინც 31 დეკემბრამდე “ვითიბი” ბანკში ანაბარს გახსნიდა, დამატებით ერიცხებოდა 1 %, ხოლო +1% ირიცხებოდა ფონდი “იავნანაში” მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად.
29 ნოემბერს საქველმოქმედო საღამოს დასრულებისას საცხოვრებელი სახლის სიმბოლური გასაღები გადაეცა კუპრეიშვილების მრავალშვილიან ოჯახს. კუპრეიშვილების მრავალშვილიანი ოჯახისათვის სენაკის რაიონში, სოფელ გეჯეთში შეძენილ იქნა საცხოვრებელი სახლი 11690 ლარად.
ფონდმა “იავნანა” კომპანია “ვისოლის” მხარდაჭერით სიღნაღის რაიონში სოფელ ანაგაში საცხოვრებელი სახლი შეუძინა ბუთურაშვილების მრავალშვილიან ოჯახს. დავით ბუტულაშვილის ოჯახი 6 მცირეწლოვანი შვილით ძირითადად სოციალური დახმარებების მეშვეობით არსებობდა. დავით ბუტულაშვილი სასულიერო პირია. ის 1985 წლიდან მოღვაწეობს ბოდბის ეპარქიაში. მათ არ ქონდათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება სხვადასხვა ადგილას.
სულ 2011 წელს შეძენილ იქნა ოთხი საცხოვრებელი სახლი და 24 ბავშვის ცხოვრება, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ, რადიკალურად შეიცვალა.
“იავნანა” კვლავ აგრძელებს ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროგრამას, რათა მათ არ დაკარგონ მისწრაფება და მიზანდასახულობა იმის გამო, რომ სწავლის გასაგრძელებლად თანხები არ გააჩნიათ.
ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში, სწავლის საფასურის დაფინანსებისას,
ასევე, სხვადასხვა წამახალისებელი ფასიანი საჩუქრების და კომპიუტერების გაცემისას უპირატესობა ენიჭებათ მშობლების მზრუნველობას მოკლებულ, წარჩინებულ, ნიჭიერ, პერსპექტიულ ახალგაზრდებს რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ცალკეულ შემთხვევებში, ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით ხდება განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული სტუდენტების წახალისებაც, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას, მაგრამ აქვთ განსაკუთრებული მიღწევები, სწავლობენ მსოფლიოს რომელიმე პრესტიჟულ სასწავლებელში, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და დიდი მოტივაცია.
თენგო ბაგათელია – სოხუმის უნივერისტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტია. არ ჰყავს დედა. ოჯახი ცხოვრობს ავადმყოფი მამის პენსიით. მას დაუფინანსდა სწავლის საფასური 1500 ლარის ოდენობით.
ლელა არღვლიანი-არის სოხუმის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტი. ჰყავს ხუთი ძმა და ერთი და. მისი ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახთა კატეგორიას. არ ჰყავს მამა. მას დაუფინანსდა სწავლის საფასური 1000 ლარი.
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებიდან არიან ნათელა გაგნიძე, ნიკა გოგიაშვილი და გიორგი ხუხია, რომლებსაც მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება. მათ დაუფინანსდათ სწავლის საფასური სულ 3400 ლარის ოდენობით.
გურამ კონტუაძეს, ირაკლი სუსლოვს და თათია პაჭკორიას არ ჰყავთ არც ერთი მშობელი და აქვთ ძალიან მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, მაგრამ მაინც აქვთ მისწრაფება და წარჩინებით სწავლობენ. ფონდმა მათ დაუფინანსა სწავლის საფასური სულ 5275 ლარის ოდენობით.
ვეფხია და ლეგა მაისურაძეები სწავლობენ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში. მათი მშობლები 1993 წელს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოკლეს. ამ ტრაგედიას ემსხვერპლა ბავშვების მარჩენალი ბაბუაც. მათ სწავლის საფასურის 50 % გადაუხდა ქ. თბილისის მერიამ. დარჩენილი მეორე ნახევარი- 3100 ლარი ფონდმა იავნანამ დაუფინანსა.
ნინო ციცვიძე – არის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ჰყავს ავადმყოფი დედა და პენსიონერი ბებია. მათი შემოსავალი სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება და ბებიის პენსიაა. შემოსავლის ნახევარზე მეტი დედის წამლების შესაძენად იხარჯება. ნინო წარჩინებული სტუდენტია, მას დაუფინანსდა სწავლის საფასური 1375 ლარი.
ინგა შეწირული -არის შავი ზღვის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (7 და-ძმა) მამამისი მძიმე ავადმყოფია, რის გამოც ოჯახი ვერ ახერხებდა სწავლის საფასურის გადახდას, მას ფონდმა დარჩენილი 650 ლარი დაუფინანსა.
მაია მურჯიკნელი – ზ. ფალიაშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია. მაიას რეკომენდაციას უწევს ნოდარ ანდღულაძე, რომელიც თვლის, რომ მაია უნიჭიერისი ვოკალისტია. მისი სწავლის საფასური 1125 ლარი ფონდმა დააფინანსა.
ნინო და თინათინ ბუთურიშვილები წარჩინებული სტუდენტები არიან. ნინო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, რეზიდენტურაში. ის გაცვლითი პროგრამით ვენაში იმყოფებოდა, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. თინათინ ბუთურიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი, შემდეგ სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მაგისტრატურაში. 2010-2012 სასწავლო წლისათვის ჩაირიცხა ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში, 2 წლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად, ბუთურიშვილების ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც შეიქმნა საშიშროება, რომ ეს უნიჭიერესი ახალგაზრდები ვერ შეძლებენ სწავლის დამთავრებას. მათ გადაერიცხათ სწავლის საფასური 500-500 ევროს ოდენობით.
სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტს ალუდა თოდუას და ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტს ნინო ზაქაიძეს 2011-12 სასწავლო წლის განმავლობაში კონსერვატორიის რეკონედაციით დაენიშნათ პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდია -285 ლარის ოდენობით. ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორატის შუამდგომლობის საფუძველზე, ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში, ფონდმა “იავნანამ”, გიორგი წამალაშვილს დაუფინანსა კურსის გადასახადი. ის, ასევე, კონსერვატორიის რექტორატისა და საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით, ორი წლის განმავლობაში იღებდა პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდიას. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი წამალაშვილი პერსპექტიული ბარიტონია, (რეკომენდაციას უწევს პროფესორი გოჩა ბეჟუაშვილი) და აუცილებელია მას მიეცეს თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, ფონდმა “იავნანამ” 2011 წლის სექტემბრიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, ყარამან კუკავას მიერ შემოწირული თანხიდან, დაუნიშნა ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით.
2011 წელს ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში სულ 34 ახალგაზრდას გაეწია ფინანსური დახმარება, რამაც 32000 ლარი შეადგინა.
2011 წლის 15 აგვისტოს ქ. ბათუმში ჩატარდა თამარ გვერდწითელის კონცერტი სახელწოდებით “შერბურის ქოლგები”, რომელიც ფონდ “იავნანას” მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობდა მსოფლიოში აღიარებული ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი, დირიჟორი პიანისტი მიშელ ლეგრანი.2011 წლის აგვისტოში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაიდგა სპექტაკლი “ქეთო და კოტე”. პრემიერიდან შემოსული თანხა 25800 ლარი ჩაირიცხა ფონდი “იავნანას” ანგარიშზე.
შპს “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა” 2011 წლის 1 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, განახორციელა საქველმოქმედო აქცია, რომლის მიხედვით 2011 წლის 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს, უნიქარდის მომხმარებლების მიერ გატარებული უნიქარდ ბარათიდან 1 ქულის ეკვივალენტური თანხა ირიცხებოდა ფონდ “იავნანას” ანგარიშზე. შპს “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისა” და მისი მომხმარებლების მიერ შემოწირული თანხით, რომელმაც 3707 ლარი შეადგინა, ჯიშკარიანების შვიდშვილიან ოჯახს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 11 თვის განმავლობაში.
2011 წლის 24 ოქტომბერს საიუველირო კომპანია დელფოსმა მარჯანიშვილის თეატრში ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად, საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო. გაიმართა სამკაულების ჩვენება, რომელიც თითების თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. სამკაულების გაყიდვიდან მიღებული თანხა ჩაირიცხა ფონდ იავანას ანგარიშზე.
2011 წლის 20 ნოემბერს ფოტოსტუდია “დანიელას” მიერ ბიზნესცენტრში “DIDUBE PLAZA” გაიმართა აუქციონი სადაც წარმოდგენილი იყო .წელიწადის დროების უნიკალური კოლექცია. შემოსული თანხით დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს.
ეკატერინე შათირიშვილი-გაგნიძის ექვსშვილიანი (კიდევ ელოდება ტყუპებს ) და დიანა დევდარიანი ოთხშვილიანი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს საპატრიარქოს თავშესაფარში და რეგისტრირებულიასოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. აუქციონიდან მიღებული შემოწირულობა გაიყო 2 თანაბარ ნაწილად და 5 თვის განმავლობაში ეკატერინე გაგნიძე -შათირიშვილისა და დიანა დევდარიანის ოჯახებს დაენიშნათ ყოველთვიური დახმარება 200 ლარის ოდენობით. პროექტის ორგანიზატორმა მაია ჩხენკელმა გამოთქვა აგრეთვე მზადყოფნა პერიოდული დახმარება აღმოუჩინოს ბავშვთა სახლის აღზრდილს გიორგი ლალიაშვილს . რომელიც გახდა 18 წლამდე ცხოვრობდა ბავშვთა სახლში. მას არ ჰყავს მშობლები. არის მორწმუნე, წერს ხატებს.
“იავნანას” ნომერზე 901-30-30-30 1 ლარიანი შემოწირულობებით და ყულაბებში ჩაყრილი ხურდებით საზოგადოებას საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს სერიოზული საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელების საქმეში. ფონდის გამგეობა შემოსული განცხადებების საფუძველზე, მათი სიმძიმის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი ოჯახების და პიროვნებებისთვის, აგრეთვე მშობლების მზრუნველობას მოკლებული, წარჩინებული, ნიჭიერი, პერსპექტიულ ახალგაზრდებისთვის ერთჯერადი დახმარებების გაწევის თაობაზე.ფონდის გამგეობამ შემოსული განცხადების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და 1500 ლარი გამოუყო ძროხის შესაძენად სიგუების ოჯახს, რომლებსაც 2009 წელს გადაეცათ საცხოვრებელი სახლი. ოჯახს აღარა აქვს ბინის პრობლემა, მაგრამ ცხოვრობენ ძალიან ხელმოკლედ და უჭირთ ბავშვების გამოკვება. იგივე მიზეზით, რომ უჭირთ ბავშვების გამოკვება, ერთჯერადი დახმარებები გაეწიათ მრავალშვილიან დედებს: თამარ ადამიას, მარიამ არჩვაძეს, ლეილა ადუაშვილს, ელისო ჯიჯელავას, მერი ჩაბაიძეს, ეთერ მაისურაძეს და სხვა.
სულ 2011 წელს გამგეობის დადგენილებით ერთჯერადი დახმარებების სახით გაცემულია 93000 ლარის ოდენობით. ერთერთმა მოქალაქემ, ყარამან კუკავამ საკმაოდ სოლიდური თანხა დადო ვითიბი ბანკში და მასთან გააფორმა ხელშეკრულება “იავნანას” ანგარიშზე ყოველთვიურად 100 დოლარის ექვივალენტის ავტომატური გადარიცხვის შესახებ, თანხის საბოლოოდ ამოწურვამდე. თან ხელშეკრულებაში ჩადო პირობა ავტომატური დავალების გაგრძელების შესახებ რაიმე უბედური შემთხვევის გამო მისი გარდაცვალების შემთხვევაშიც. ყარამან კუკავას მიერ შემოწირული თანხიდან, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ყოველთვიური დახმარება დაენიშნა სახელმწიფო კონსერვატორიის წარჩინებულ და ნიჭიერ სტუდენტს, გიორგი წამალაშვილს.
რამოდენიმე წლის წინ იავნანას გერმანელმა მეგობარმა დიტერ პაპემ ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მან საკუთარ დაბადების დღეზე მოწვეულ ყველა სტუმარს მიმართა თხოვნის წერილით, რომ საჩუქრის ნაცვლად გაეკეთებინათ შემოწირულობა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2011 წელს დიტერ პაპე თავის დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. აამჯერადაც ტრადიცია არ დარღვეულა.
დიტერ პაპესა და მისი მეგობრების მიერ შემოწირული თანხა ნანო სამუშიას სწავლის საფასურის დასაფინანსებლად გადაირიცხა. ნანო სამუშიას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და დაფიქსირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. მისი მშობლები აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, დედა მეორე ჯგუფის ინვალიდია, შრომისუუნარო.
სტომატოლოგიურმა კლინიკამ “დენტივერი”, მრავალშვილიანი ოჯახებიდან 21 ბავშვს ჩაუტარა შესაბამისი მკურნალობა.
შპს “ჯანმრთელობის ცენტრში” და გივი ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში თერაპიული, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, სტომატოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევები ჩაუტარდათ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს, სააღმზრდელო დაწესებულებების: კარიტასის, SOS-ის, გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
2011 წლის 3 მარტს გასართობმა ცენტრმა “ასტრა პარკი” უმასპინძლა დიღმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს. აქციის ფარგლებში გაიმართა რბოლის ჩემპიონატი. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.

