29-30 ნოემბერს ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში “იავნანას” მხარდასაჭერად საყოველთაოდ აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე თორაძემ კონცერტს გამართა. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა ვახტანგ მაჭავარიანი.
კონცერტის დასასრულს VTB ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ და ანაბარი „იავნანას” დეპოზიტარმა, ნიკოლოზ შენგელაიამ საკუთარი სახლის გასაღები კუპრეიშვილების 9 შვილიან ოჯახს გადასცეს. სახლის შეძენა ვითიბი ბანკის და ფონდ „იავნანას” ერთობლივი პროექტის, ანაბარი „იავნანას”, ფარგლებში განხორციელდა.
ასევე ფონდ “იავნანას” მხარდამჭერების დახმარებით აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილების ყოველთვიური დახმარება გაიზარდა 100 ლარამდე. ალექსანდრე თორაძე და ვახტანგ მაჭავარიანი მეურვეობას გაუწევენ აგვისტოს ომის დროს დაობლებულ 2 ბავშვს. ფონდ “იავნანას” გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ლალი სამხარაძე და მოსკოვიდან ზაზა მეტრეველი, რომლებიც 2 ბავშვს 1 წლის განმავლობაში ჩაურიცხავენ ყოველთვიურ დახმარებას.
გაწეული ქველმოქმედებისათვის 29 ნოემბერს “იავნანას ოქროს რაში” გადაეცათ ალექსანდრე თორაძეს და ვახტანგ მაჭავარიანს.


