ბოლერო

”ბეჟარის ბალეტი ლოზანაში” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად

24 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში მორის ბეჟარის საბალეტო დასმა – ”ბეჟარის ბალეტი ლოზანაში” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამოს გამართა.
შესრულდა მაესტროს დაუვიწყარი დადგმა “ბოლერო”, სოლისტი თანამედროვე მსოფლიოს ვარსკვლავი – დიანა ვიშნევა.
საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია
საღამოს სპეციალური სტუმრები მაია პლისეცკაია
და როდიონ შედრინი

საღამოს დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა ღვალაძეების 9 შვილიან ოჯახს.
გაწეული ქველმოქმედებისათვის პაატა ბურჭულაძემ „ოქროს რაშით“ დააჯილდოვა დიანა ვიშნევა, “ბეჟარის ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჟილ რომანი და მაია პლისეცკაია

Free WordPress Themes, Free Android Games