3 ტენორი

“3 ტენორი” თბილისში – კონცერტიდან მიღებული შემოსავალი აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდა

2009 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ფონდმა “იავნანამ” საქველმოქმედო კონცერტი გამართა. მსოფლიოში აღიარებული პროექტით – “3 ტენორი” მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები – მარკო ბერტი, პიერო ჯულიაჩი და ცნობილი ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე წარსდგნენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი. საქველმოქმედო კონცერტი გადაიცემოდა ტელეკომპანია “მზისა” და I სტერეოს და საქართველოს რადიოს პირდაპირი ეთერით. კონცერტის მსვლელობისას ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის აბონენტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საქველმოქმედო აქციაში.

ნომერზე 30-30 დარეკვის შედეგად შემოსული 50 ათასი ლარი აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდა. მათ კიდევ 6 თვით გაუგრძელდებათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც ფონდმა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო.

Free WordPress Themes, Free Android Games