ჯუზეპე ვერდის ოპერა “ნაბუქო” მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტების მონაწილეობით

2009 წლის 4 იანვარს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა “იავნანამ”  საქველმოქმედო კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტების მონაწილეობით. ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა “ნაბუქო” თბილისის ოპერის თეატრში პირველად შესრულდა (საკონცერტო შესრულება) და მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეს.

დიდი მღვდელმთავარის ზაქარიას პარტია პაატა ბურჭულაძემ შეასრულა, პროექტში მონაწილეობისთვის მხოლოდ ერთი დღით მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ აღიარებული ქართველი სოლისტები  ზურაბ სოტკილავა, ლადო ათანელი, ნინო სურგულაძე და ნანა ქავთარაშვილი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა  ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი.

შემოსული თანხა ობოლ და მშობლების  მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებს მოხმარდა. საღამოს დასასრულს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 2 ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები.

4 იანვრიდან ოზურგეთის რაიონის, სოფელ ცხემლისხიდში საკუთარ სახლში ცხოვრობს ძაგანიების 7 შვილიანი ოჯახი. მრავალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები საქველმოქმედო საღამოს მასპინძელმა კობა ნაყოფიამ გადასცა. ქურიძეების 10 შვილიანი ოჯახისათვის საკუთარი სახლი საღამოს გენერალურმა სპონსორმა შირნხოფერმა შეიძინა ქალაქ ლანჩხუთში.

საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერი კომპანია ელიტ ელექტრონიქსი.
პროექტის მასპინძლები კომპანია “ვისოლი” და “ახალი ქსელები”

Free WordPress Themes, Free Android Games