2009 წლის 3 მარტს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა “იავნანამ” დაარსებიდან 5 წლის იუბილეს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ტელემარათონით აღნიშნა, რომლის ტრანსლირებაც რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით მოხდა.
სამი საათის განმავლობაში ქართველმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა საუკეთესო ნომრები “იავნანას” კონცერტებისდან ლეგენდარული მსახიობებისა და მომღერლების შესრულებით. პროექტში მონაწილეობა მიიღეს: მედეა ჩახავამ, ნანი ბრეგვაძემ, ბუბა კიკაბიძემ, კახი კავსაძემ, გურამ საღარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, ზინა კვერენჩხილაძემ, ნატო მეტონიძემ, “ქართულმა ხმებმა” და სხვა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ერთი დღით ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სოპრანო მიშელ კრაიდერი.


