ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

2007 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფონდ “იავნანას” მოწვევით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ. პროექტში მონაწილეობა მიიღო ოპერის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა, დირიჟორი – ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტი გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით, საღამოს უძღვებოდა – ნინო ნოდია.

საქველმოქმედო აქციის დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს.

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა სევერიან კირკიტაძემ ბინის გასაღები გადასცა 7 შვილის დედას ლალი ლუკავას.

კომპანია “ბორჯომის” მიერ შეძენილი ბინა გადაეცა მრავალშვილიან დედას ქრისტინა თევზაძეს, რომელმაც 3 შვილი დაიბრუნა ბავშვთა სახლიდან. მადრიდის საქველმოქმედო კონცერტზე გამოცხადებული ბინის გასაღები კომპანია “ვისოლ-პეტროლიუმის” წარმომადგენელმა პირადად გადასცა 5 შვილის მარტოხელა დედას თამილა ქისტაურს.

პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის “იუნისეფის”, კომპანიების: “ელიტ ელექტრონიქსის”, “ბორჯომის” და “თიბისი” ბანკის თანადგომით.

Free WordPress Themes, Free Android Games