ფონდ “იავნანას” დახმარება 7 სოციალურად დაუცველ ოჯახს

შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, სოციალურად დაუცველი ოჯახების უმეტესობა კიდევ უფრო მძიმე გასაჭირის პირისპირ აღმოჩნდა. ფონდმა ერთჯერადი დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს, რომლებსაც არც სახელმწიფო სტრუქტურების და არც სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დახმარება არ მიუღიათ.  თითოეულ ოჯახს ჩაერიცხა 200 ლარი.

 

  1. ნონა კოზანაშვილი 4 შვილის მარტოხელა დედა. მრავალშვილიან ოჯახს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ცხოვრობდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. 2014 წლიდან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ნაძალადევის რაიონში ე.წ. „ბარაკებში“ საცხოვრებელი ფართი არ არის მათი საკუთრება.
  2. მარიამ ხვარძიკია. ცხოვრობს საგარეჯოს რაიონში, მაგრამ ამჯერად 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება ზუგდიდის რაიონის სოფელ სამგონაში. 17 მარტს ბებიის დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა ფონდის დახმარების გარეშე.
  3. ტასო აკობია. 8 შვილის დედა წლების მანძილზე ცხოვრობდა ზუგდიდის საავადმყოფოს ერთ  უფანჯრო ოთახში. ამჯერად, ცხოვრობს ფონდ „იავნანას“ მიერ შეძენილ სახლში. იღებს სოციალურ დახმარებას, რაც ბავშვების საკვებისათვის არ ჰყოფნით. მან ფონდს მიმართა დახმარების თხოვნით.
  4. ნათია კალანდაძე. 2 არასრულწლოვანი შვილის დედაა. არის სოციალურად დაუცველი, აქვს უკიდურესად დაბალი 1000 ქულა. ცხოვრობენ ნაქირავებ უფანჯრო ოთახში.
  5. ბელა მესხი. 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობს ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაში. უფროსი შვილი, 15 წლის გურამ მუშკუდიანი არის დაუნის სინდრომით დაავადებული. ქ-ნ ბელა ითხოვს ნებისმიერი სახის დახმარებას.
  6. დალინა ღუჭუა ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მან პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და გაუჭირდა ბავშვების გამოკვება.
  7. თამარ დათიაშვილი არის მარტოხელა დედა ცხოვრობს ქ. ლანჩხუთში. ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. არის სოციალურად დაუცველი.
Free WordPress Themes, Free Android Games