შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, სოციალურად დაუცველი ოჯახების უმეტესობა კიდევ უფრო მძიმე გასაჭირის პირისპირ აღმოჩნდა. ფონდმა ერთჯერადი დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს, რომლებსაც არც სახელმწიფო სტრუქტურების და არც სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დახმარება არ მიუღიათ. თითოეულ ოჯახს ჩაერიცხა 200 ლარი.
- ნონა კოზანაშვილი 4 შვილის მარტოხელა დედა. მრავალშვილიან ოჯახს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ცხოვრობდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. 2014 წლიდან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ნაძალადევის რაიონში ე.წ. „ბარაკებში“ საცხოვრებელი ფართი არ არის მათი საკუთრება.
- მარიამ ხვარძიკია. ცხოვრობს საგარეჯოს რაიონში, მაგრამ ამჯერად 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება ზუგდიდის რაიონის სოფელ სამგონაში. 17 მარტს ბებიის დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა ფონდის დახმარების გარეშე.
- ტასო აკობია. 8 შვილის დედა წლების მანძილზე ცხოვრობდა ზუგდიდის საავადმყოფოს ერთ უფანჯრო ოთახში. ამჯერად, ცხოვრობს ფონდ „იავნანას“ მიერ შეძენილ სახლში. იღებს სოციალურ დახმარებას, რაც ბავშვების საკვებისათვის არ ჰყოფნით. მან ფონდს მიმართა დახმარების თხოვნით.
- ნათია კალანდაძე. 2 არასრულწლოვანი შვილის დედაა. არის სოციალურად დაუცველი, აქვს უკიდურესად დაბალი 1000 ქულა. ცხოვრობენ ნაქირავებ უფანჯრო ოთახში.
- ბელა მესხი. 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობს ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაში. უფროსი შვილი, 15 წლის გურამ მუშკუდიანი არის დაუნის სინდრომით დაავადებული. ქ-ნ ბელა ითხოვს ნებისმიერი სახის დახმარებას.
- დალინა ღუჭუა ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მან პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და გაუჭირდა ბავშვების გამოკვება.
- თამარ დათიაშვილი არის მარტოხელა დედა ცხოვრობს ქ. ლანჩხუთში. ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. არის სოციალურად დაუცველი.

