ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პაატა ბურჭულაძეს იუნისეფის კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭა.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები მთელს მსოფლიოში თავიანთ შესაძლებლობებსა და აღიარებას იყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოებისა და მთავრობების ყურადღება მიაპყრონ ბავშვთა უფლებების დაცვას და თავიანთი წვლილი შეიტანონ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები არიან მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დევიდ ბეკხემი, ჰარი ბელაფონტე, ორლანდო ბლუმი, ვუპი გოლდბერგი, რიკი მარტინი, ლეო მესი, სუზან სარანდონი როჯერ მური, ვანესა რედგრეივი, პაოლო მალდინი, კლაუდია შიფერი, ევან მაკგრეგორი, რალფ ფაინსი, რობი უილიამსი და სხვები.

