ფონდ “იავნანას” გერმანელმა მეგობარმა დიტერ პაპემ საკუთარ იუბილეზე შეგროვებული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვების დასახმარებლად გადმორიცხა. დიტერ პაპემ მოწვეულ სტუმრებს მიმართა თხოვნით საჩუქრისთვის განკუთვნილი თანხა ქართველი ბავშვებისათვის გაეღოთ. აღნიშნული აქციით ფონდ “იავნანაში” ახალი ტრადიცია დამკვიდრდა. თანხა უკიდურესად გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახისათვის ბინის შეძენას მოხმარდება.

