სუპერმარკეტების ქსელი “ფუდმარტი” და “იოლი” შემოგვიერთდა და 51-ვე მაღაზიაში განათავსებენ საქველმოქმედო ყუთებს.
სუპერმარკეტების ქსელი “ფუდმარტი” და “იოლი” 16 მრავალშვილიან ოჯახს, რომელთაც 2014 წლის 3 მარტს საკუთარი საცხოვრებელი სახლი გადაეცათ დაასაჩუქრებენ 500 ლარიანი ვაუჩერით, ამ თანხის ფარგლებში ფუმარტის და იოლის ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებენ ოჯახისთვის სასურველი პროდუქციის შეძენას.

