24 ნოემბერს, 18 საათზე დინამო არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” გორის “დილას” უმასპინძლა. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ანგარიშზე ჩაირიცხა და სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს მოხმარდება.

