ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90–ე წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, კერძო, სრული და არასრული სკოლების, გიმნაზიებისა და კოლეჯების VIII – XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. „იავნანა“ მეხუთე წელია კონფერენციას პარტნიორობას უწევს,
11 მაისს ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ქართული ლიტერატურის, მათემატიკისა და სამართალმცოდნეობის სექციაში გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

Free WordPress Themes, Free Android Games