2022 წლის 27 ივნისს პაატა ბურჭულაძის სალონში “იავნანა” ვერა-ბაია გრიგოლიას კლასის კონცერტი “ქართული მუსიკის საღამო” გაიმართა. მონაწილეობდნენ ალოიზ მიზანდარის ხელოვნების პირველი სკოლის მოსწავლეები ალექსანდრე სადუნიშვილი, ანა აკობია, მარიამ ბოყოველი, ნიკოლოზ როსტიაშვილი, ბარბარე ჯიბლაძე, ლიზი ჩხეიძე, ლევან რურუა, ამირან მაისურაძე, პაპიაშვილი ლევანი, გაბრიელ ნასყიდაშვილი, ბარბარე პაპიაშვილი, მარიამ ლოქაბიძე, ნიკოლოზ სახვაძე, რუსუდან ბეროშვილი, ანასტასია კობიაშვილი. შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის, დიმიტრი არაყიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, გია ყანჩელის, მამია ხატელიშვილის, სულხან ცინცაძის, მაყვალა ხორბალაძის, მანანა ალფაიძის, რუსუდან სებისკვერაძის, პეტრე ნალბანდიშვილის, არჩილ კერესელიძის, მერაბ მერაბიშვილის, ვაჟა აზარაშვილის, იაკობ ბობოხიძის ნაწარმოებები.
კონცერტმაისტერი ნინა გვასალია-ხოშტარია




