მაგდა ჭიჭიაშვილი სწავლობს იტალიაში, ოზიმოს საოპერო აკადემიაში. ის არის მრავალშვილიანი ოჯახიდან, ცხოვრობენ ქირით, მის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. პირველი წლის მანძილზე მაგდა სწავლას სამსახურსაც უთავსებდა, ან ბებიის პენსიას წინასწარ იღებდნენ და ამით გაჰქონდა თავი. მდომარეობა გაურთულა პანდემიამ, რის გამოც რამოდენიმე თვე იტალიაში სახლში მოუწია ყოფნა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დღემდე უმუშევარია. სწავლის დასრულებამდე 3 თვე დარჩა, სურს დაბრუნდეს იტალიაში და აიღოს დიპლომი. ფონდმა „იავნანამ“ მაგდა ჭიჭიაშვილს იტალიაში გასამგზავრებლად ავიაბილეთი შეუძინა.

