რადიო “კომერსანტის” თანამშრომლების გოგა სამუშიას, ირაკლი ხეთერელის, ნათია ნებიერიძის, დავით წერეთლის, მაია ჭუჭულაშვილის, მანანა თოქმაჯიშვილის, სალომე სოსელიას, მერაბ მამალაშვილის, ტატა დოლიძის, ნინო ხიდეშელის, თამარ ბაკურაძის, ლელა ბოქოლიშვილის მიერ შექმნილი სამეგობრო ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს მაკა მამულოვს, რომელიც ზრუნავს უდედმამოდ დარჩენილ 6 და-ძმაზე. ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, საცხოვრებლად უვარგის, დანგრეულ სახლში. მამა გარდაეცვალათ. დედამ ბავშვები რამოდენიმე წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. უმცროსი ძმა იზრდება სურამის ბავშვთა სახლში.

