პაატა ბურჭულაძე-“მადლობა მინდა გადავუხადო “საქართველოს ლატარიის კომპანიას”

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე-“მადლობა მინდა გადავუხადო “საქართველოს ლატარიის კომპანიას” და პროექტის ყველა მონაწილეს. ერთი ბავშვის გახარებაც კი დიდი საქმეა და ამ შემთხვევაში ჩვენ 100-ზე მეტ ბავშვს ავუხდენთ ოცნებას. მათი ნატვრები ხშირად ყველაზე ელემენტარულს შეიძლება უკავშირდებოდეს: სასკოლო ჩანთას, საკვებს, ველოსიპედს, საწოლს, ტელევიზორს. ერთმა 15 წლის გოგონამ, რომელსაც ხონში სახლი დაეწვა მოგვწერა, რომ წვიმის დროს ყველაფერი უსველდებათ და თავის დაძმასთან ერთად ცემენტსა და სამშენებლო მასალაზე ოცნებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ოჯახები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ და ჩვენი პროექტის მონაწილენი მათთან ჩავლენ და პირადად გადასცემენ საოცნებო საჩუქრებს”

Free WordPress Themes, Free Android Games