2008 წლის 25 დეკემბერს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა “იავნანამ” მარჯანიშვილის თეატრში დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის 80 წლის იუბილესადმი მიღვნილი საღამო გამართა, რომელშიც მონაწილეობდენ პაატა ბურჭულაძე, მედეა ჩახავა, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გია ბურჯანაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა კოლელიშვილი, სულიკო კოროშინაძე, დიმა ჯაიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, დათო გელაძე და სხვა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა ჰოლივუდში მოღვაწე ქართელი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი.
შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდა, საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 9 შვილიან ანდღულაძეების ოჯახს. 25 დეკემბრიდან ოჯახი ცხოვრობს ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელში და შვილებს აღარასოდეს მოუწევთ დედასთან განშორება.
“მითანა” პროექტის პარტნიორი.
პროექტის წარმომდგენი ელიტ ელექტრონიქსი.


