ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი შალვა ბერიანიძე, ერასმუსის პროგრამით სწავლას გლაზგოს უნივერსიტეტში აგრძელებს. სასწავლო პროგრამა სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს, თუმცა ესაჭიროება ავიაბილეთის შეძენა, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნია. დედა 12 წელია არ იმყოფება საქართველოში, მამამ კი კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა შემოსავალი. შალვამ 2019 წელს წითელ დიპლომზე დაასრულა ბალკალავრიატი ჟურნალისტიკის განხრით, 4 წლის მანძილზე მაღალი აკადემიური მოსწრების გამო იღებდა უნივერსიტეტის სტიპენდიას და ამასთან იყო ფონდ „იავნანას“ სახელობითი სტიპენდიანტი. ფონდმა „იავნანამ“ შალვა ბერიანიძეს შეუძინა ავიაბილეთი დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად. მან ფონდის მიმართ მადლიერება სპეციალური ვიდეო მიმართვით გამოხატა.

