ფონდ „იავნანას“ პროექტებს შორის აღსანიშნავია ბარსელონას დიდ თეატრ ლიცეუში Gran Teatre del Liceu გამართული აქცია OPERA SOLIDARIA, მსოფლიო დივა მონსერატ კაბალიეს პატრონაჟით, რომლის ტრანსლირებაც რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით მიმდინარეობდა. აქცია აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მიეძღვნა.იავნანას“ და ესპანური ფონდის “SOS” ერთობლივ პროექტში  მონაწილეობდნენ  მსოფლიოს ლეგენდარული ბარიტონი რენატო ბრუზონი, პაატა ბურჭულაძე,  აღიარებული საოპერო მომღერლები მიშელ კრაიდერი, თამარ ივერი,  ბადრი მაისურაძე. გალა-კონცერტს დირიჟორობდა ცნობილი ესპანელი დირიჟორი მიგელ გომეს მარტინესი. აქციის მხარდამჭერები იყვნენ ესპანეთის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები – პროფესორი ბარაკერი ქალიშვილთან ერთად, ნორმა დუვალი, აინა კლოტეტი, კარმე ბარჩელო, ვიქტორ კუსარტი, ესპანეთში მცხოვრები დიმიტრი და საიდა მჭედლიძეების ოჯახი,  მანუელ ფაუნდეს ბარანდა, ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი. საღამოს უძღვებოდა ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი  ელსა ანკა.  

Акции Иавнана

Спонсоры

Free WordPress Themes, Free Android Games