28 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცოტნე ზედგინიძის პირველი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

28 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცოტნე ზედგინიძის პირველი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

საქველმოქმედო  კონცერტით შემოსული თანხა გადაერიცხება ორხევში მდებარე ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას, რომელსაც ჩასაბერ საკრავთა გოგონათა სასულე ორკესტრი ჰყავს, საქართველოში ერთადერთი, სკოლას ასევე ჰყავს გაერთიანებული ორკესტრი. ამ სკოლაში აღზრდილი მუსიკოსები უკრავენ საქართველოს სიმფონიურ ორკესტრებში, თბილისის ბიგ-ბენდში და  11 მათგანი საქართველოს სამხედრო ორკესტრში.  „იავნანა“ ამ სასწავლებელს მეოთხე წელია ეხმარება. ასევე, ფონდ „იავნანას“

დაწვრილებით

ფონდმა “იავნანამ” პაატა ბურჭულაძესთან და ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 42 წლის იუბილე მიულოცა და უწმიდესსა და უნეტარესს მცირე კონცერტი მიუძღვნა.

საღამო 10 წლის ვუნდერკინდმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ საკუთარი ნაწარმოებებით გახსნა. რამდენიმე ნომერი შეასრულეს პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა, მევიოლინეებმა ანნა ჭანიამ და ანასტასია აღლაძემ, ფლეიტისტმა ნანუკა გოლიაძემ.

დაწვრილებით

ფონდმა ” იავნანა” კინოფესტივალის “თბილისური აისი-2019” მთავარი პრიზის მფლობელი დააჯილდოვა

20 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალის “თბილისური აისი” დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, ბელგიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გერმანიის, იაპონიის, ირანის, რუსეთის, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენლები. ფესტივალის ჟიურის ფავორიტი გახდა  ფილმი “Other Side of Door” და მთავარი პრიზი გადაეცა ფილმის  ნორჩ იაპონელ რეჟისორს   იუტა სააკის.

დაწვრილებით

21 სექტემბერს, პაატა ბურჭულაძის სალონში ფონდ “იავნანას” მხარდაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

21 სექტემბერს, პაატა ბურჭულაძის სალონში ფონდ “იავნანას” მხარდაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ესპანეთისა და ევროპის თეატრების სოლისტმა ილონა მატარაძემ და აღიარებულმა ბარიტონმა გოჩა აბულაძემ პუჩინის, ვერდისა და მოცარტის ნაწარმოებები შეასრულეს.

დაწვრილებით

ახალი თაობის ვარსკვლავები “იავნანას” სალონში

6 სექტემბერს “იავნანას” სალონში  – ანასტასია აღლაძისა (ვიოლინო) და ანა ყიფიანის (ფორტეპიანო) კონცერტს უმასპინძლა. საკუთარი კომპოზიციები შეასრულა პიანისტმა რეზი მარშანიამ.

დაწვრილებით

გიორგი გიგაშვილის საფორტეპიანო კონცერტი “იავნანას” სალონში

2019 წლის 23 აგვისტოს ფონდ “იავნანას” სალონში საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, 18 წლის აღიარებული ქართველი პიანისტის გიორგი გიგაშვილის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა.

დაწვრილებით

ფონდ “იავნანას” სტიპენდიანტი 9 წლის ელენე დარჩია გახდა

2019/20 სასწავლო წლის ფონდ “იავნანას” რჩეული სტიპენდიანტი ბათუმელი მუსიკოსი, 9 წლის ელენე დარჩია გახდა, რომელიც სენაკის პიანისტთა ფესტივალის ერთ-ერთი ლაურეატია. ელენე აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა წარადგინა.

დაწვრილებით

“იავნანა” მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

მთელი საქართველოს მასშტაბით 16 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ოჯახს (ჯამში 60 ბავშვს)  გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. საკვებ პროდუქტებთან  ერთად ოჯახებს გადაეცათ საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის მაცივარი და სარეცხის მანქანა, ჰიგიენური ნივთები და  ტანსაცმელი. საკვები პროდუქტები გადაეცა მედეა ქსოვრელის, ნონა კოზანაშვილის, თამარ თამლიანი, ირმა კიპაროიძის, მარიამ წიკლაურის,  მარიამ გუგულაშვილის, სალომე სვანიძის, თამარა კარეიანის 

დაწვრილებით

7 ივნისი. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მონაწილეობდნენ:  სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო სიდამონიძე (ჩელო),დავით ხრიკული (ფორტეპიანო), ლიზი რაზმაძე (ფორტეპიანო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე, გიორგი გიგაშვილი. ფესტივალის მსმენელისთვის შესრულდა გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კომპოზიცია და ნატო მეტონიძის ექსპრომტი. სამახსოვრო სერთიფიკატები გადაეცა ფონდ “იავნანას” სტიპენდიანტებს: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი –თამარ ღვინჯილია,

დაწვრილებით

3 ივნისი. ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი

ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 3 ივნისი მონაწილეობდნენ: გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). გია გოგატიშვილის ფოტოები  

დაწვრილებით

Free WordPress Themes, Free Android Games