იავნანას ღონისძიებები

3 ივნისი. ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი
ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 3 ივნისი მონაწილეობდნენ: გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). გია გოგატიშვილის ფოტოები
Read More →31 მაისი. ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალი
ხელოვანთა გაერთიანებამ კონცეპტArt და ფონდმა„იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალი წარმოადგინა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატებმა, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსებმა, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. ფესტივალი 31 მაისს გაიხსა და მსმენელის წინაშე სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), […]
Read More →
19 იანვარს ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა
ფონდი „იავნანა“ მადლობას უხდის 19 იანვარს გამართული საქველმოქმედო აქციის ყველა მხარდამჭერს და მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს ახალი თაობის მუსიკოსებს – სანდრო ნებიერიძეს, გიორგი გიგაშვილსა და სანდრო გეგეჭკორს, რომლებმაც მსმენელის აღფრთოვანება დაიმსახურეს. აქციის შედეგად, „იავნანამ“ წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსა სწავლის საფასური და ასევე, დაეხმარება მათ საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერ კლასებში მონაწილეობის მიღებაში. რეზო წოწონავას, რომელიც მადრიდის IE UNIVERSITY-ში […]
Read More →
გიორგი ხუფენია საერთაშორისო კონკურსის ”Future stars” პირველი პრემიის მფლობელი გახდა!
ფონდ „იავნანას“ თანადგომით ბაქოს კლასიკური მუსიკის მე-9 საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღო ფლეიტისტმა გიორგი ხუფენიამ, თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის მე-10 კლასის მოსწავლემ, პედაგოგი მერი ჟვანია. კონკურსში ” ”Future stars” გიორგი ხუფენიამ პირველი პრემია დაიმსახურა.
Read More →
ფონდი „იავნანა“ ულოცავს სანდრო გეგეჭკორს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას!
18 წლის პიანისტი სანდრო გეგეჭკორი რამდენიმე წელია ფონდ „იავნანას“ საამაყო სტიპენდიანტია. მან 2017 წელს ვენაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გრანპრი და ორი სპეციალური პრიზი მოიპოვა. 2018 წელს მას ქალაქ ტამბოვში მიანიჭეს რახმანინოვის პრიზი და დიდი მაესტროს სახლ-მუზეუმში დაფუძნდა ახალგაზდრული ფესტივალი ”გეგეჭკორი-რახმანინოვთან”. 2018 წლის 1 ნოემბერს სანდრო ფონდ „იავნანას“ თანადგომით გაემგზავრა ნიუ იორკში, ფრედონიაში დაგეგმილ კლოდიტ […]
Read More →
ჩვენს საამაყო არტისტებთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის, ვატო მაღრაძის გარშემო მრავალი ადამიანი გაერთიანდა. მათ გვერდით დგომის, პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენეს ყველას. პირველი, ვინც შემოწირულობა გაიღო ვატოსთვის გახლდათ ანიტა რაჭველიშვილი (10 000 ევრო). მას შემდეგ, რაც ვატოს მწვავე ლეიკემია დაუდგინეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ყველა თავის კონცერტს სწორედ თავისი ოჯახის წევრს […]
Read More →
31 მაისს – “კაცია-ადამიანი?!”
31 მაისს ფონდმა „იავნანამ“ და „აზდაკის თეატრმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო სპექტაკლზე უმასპინძლეს მაყურებელს. „თეატრი ათონელზე“ დარბაზში წარმოდგენილი იქნა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ მიხედვით რეჟისორ ივანე გაბრუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი. ინტეგრირებული დასი – „აზდაკის თეატრი“ 2016 წელს დაარსდა და 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 8 ტიპური განვითარების მსახიობს აერთიანებს. 10 ივნისს ფონდ „იავნანას“ თანადგომით […]
Read More →
დაინახე ყველაფერი
1 ივნისს „იავნანამ“ საქველმოქმედო კონცერტი მიუძღვნა ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე სოლო-კონცერტი გამართა პიანისტმა დავით ალადაშვილმა. მან რამდენიმე ნომერი შეასრულა […]
Read More →
იავნანას სალონი
3 მარტს, დედის დღეს ფონდმა „იავნანამ“ ტრადიციულად საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა, სწავლის საფასური ნაწილობრივ დაუფინანსდა 23 სტუდენტს და ასევე, დასახელდნენ ფონდის სახელობითი სტიპენდიანტები ხუთი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.
Read More →
