2 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდმა “იავნანა” საქველმოქმედო ტელემარათონი თავისი ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილეს მიუძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კახი კავსაძემ, ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ბუბა კიკაბიძემ, პაატა ბურჭულაძემ, თენგიზ არჩვაძემ, მურმან ჯინორიამ, ჯემალ ღაღანიძემ, თამარ სხირტლაძემ, მაკა მახარაძემ, მაია ჯაბუამ, ეკა ჩხეიძემ, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნანა ავალიშვილმა, ნინო ბურდულმა,გიორგი ცაგარელმა, დავით მაღრაძემ, ანსამბლმა”შვიდკაცა”, ბასტი ბუბუმ, მარჯანიშვილის თეატრის დასმა. სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა 4 მრავალშვილიან ოჯახს.

გუგავების 8 შვილიანი ოჯახი
უფროსი ბავშვი 14 წლის არის უმცროსი 6 თვის. მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა სოფელ კოდის ყოფილ სამხედრო დასახლების 20 კვ.მ ფართის ბინაში. მათ საკუთრებას წარმოადგენდა 4 საწოლი, რამდენიმე სკამი, ძველი მაცივარი და ტელევიზორი. ოჯახი სარგებლობდა უფასო კვების პროგრამით. ბავშვები ხშირად აცდენდენ სკოლას სეზონური ტანსაცმლის არქონის გამო. ბავშები ოცნებობენ საკუთარ სახლზე.

ოთახი სადაც 8 შვილიანი ოჯახი ცხოვრობდა

სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ შეძენილია დედოფლისწყაროს რაიონის. სოფელი არბოშიკში

11 შვილიანი ნოზაძეების ოჯახი
11 შვილიანი ნოზაძეების ოჯახი. მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, დანგრევის პირას მყოფ სახლში, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის და იატაკიც ჩანგრეულია. სახლს არ აქვს ფანჯრები და არსებულ სახლში ცხოვრება ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ნოზაძეების მრავალშვილიანი ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახთა კატეგორიას.


ნოზაძეების ოჯახისათვის სახლი შეძენილია ლანჩხუთის რაიონის სოფელ მაჩხვარეთში
მრავალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადასცა ფონდ “იავნანას” მუდმივმა მხარდამჭერმა, საქართველოს “ვაგონმშენებელი ჰოლდინგის” პრეზიდენტმა ბადრი წილოსანმა, რომელსაც ფონდ “იავნანას” არაერთ საქველმოქმედო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.


დეკანოზ ნიკოლოზ ჟურავსკის 7 შვილიანი ოჯახი
ქუთაისის გაენათის ეპარქიის წმ. გიორგი ჭყონდიდელის ტაძრის წინამძღოლი. დეკანოზი ნიკოლოზ ჟურავსკი. ჰყავს 7 შვილი. არ აქვთ საკუთარი სახლი. მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ბავშვები ოცნებობდნენ სახლზე, რომელის მშენებლობაც მამა ნიკოლოზმა მრევლის დახმარებით დაიწყო და ფონდ “იავნანას” ხელშეწყობით უახლოეს მომავალში დასრულდება.
მრავალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადასცა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის “ტავ ჯორჯია”-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა ზაქარაძემ.

2 მარტს – ქველმოქმედება სოფიკოს სახელით
2 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდი “იავნანა” საქველმოქმედო ტელემარათონს თავისი ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილეს უძღვნის. მონაწილეობას მიიღებენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

2 მარტს – ქველმოქმედება სოფიკოს სახელით
2 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდი “იავნანა” საქველმოქმედო ტელემარათონს თავისი ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილეს უძღვნის. მონაწილეობას მიიღებენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

- ქუთაისის გაენათის ეპარქიის წმ. გიორგი ჭყონდიდელის ტაძრის წინამძღოლი. დეკანოზი ნიკოლოზ ჟურავსკი. ჰყავს 7 შვილი. არ აქვთ საკუთარი სახლი. მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ბავშვები ოცნებობდნენ სახლზე, რომელის მშენებლობაც მამა ნიკოლოზმა მრევლის დახმარებით დაიწყო და ფონდ “იავნანას” ხელშეწყობით უახლოეს მომავალში დასრულდება. მრავალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადასცა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის “ტავ ჯორჯია”-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა ზაქარაძემ.





