15 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჰოლდინგის იბერია ბიზნეს ჯგუფისა და ფონდ „იავნანას“ ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების სოლო-პროგრამა. კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები ჭუმბურიძეების მრავალშვილიან ოჯახს „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა. იავნანას „ოქროს რაში“ გაწეული ქველმოქმედებისათვის „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ გადაეცა.

