1 ivnisi 2016

„ჯინო ფერედაისმა“ დღეს ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა

დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ პატარა მუსიკოსებს და “ჯინოს” ადმინისტრაციას. “იავნანამ” ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის მუსიკოსებს – ანა ჭანიას და გიორგი ვართანოვს! დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელებლოგის ავტორს ნინო დადვანს, რომ გაგვაცნო ორხევის თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის “ბენდი-19”. “იავნანამ” ასევე ერთწლიანი სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა ამ სკოლის მუსიკოსებს თამარ ჩომახიძეს და ანდრო გვასალიას! ძალიან მაგარი კონცერტი გამოგვივიდა და ნამდვილი დღესასწაული ბავშვებისთვის. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

Free WordPress Themes, Free Android Games