ფონდი "იავნანა" 2014 წლის 3 მარტს 10 წლის გახდა!

ფონდი “იავნანა” 2014 წლის 3 მარტს 10 წლის გახდა!

ფონდი “იავნანა” 2014 წლის 3 მარტს 10 წლის გახდა. საიუბილეო აქციას შუერთდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონალური თეატრები, უმაღლესი სასწავლებლები, თბილისის მეტროპოლიტენი, ტაქსის კომპანიები, საინფორმაციო სამსახურები 09 და 08. საიუბილეო მარათონს მსოფლიო ვარსკვლავების გარდა, ქართველი ემიგრანტები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც უერთდებიან. საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ მიიღებენ მსოფლიო მნიშვნელობის არტისტები – პაატა ბურჭულაძე, ქეთი მელუა, ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნინო ქათამაძე, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ეკა მამალაძე, თეონა დვალი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიაზ დიასამიძე, გიორგი ცაგარელი, “მგზავრები”, შვიდკაცა, სოფო ნიჟარაძე, ცისფერი ტრიო, ია შუღლიაშვილი, მარიკო ებრალიძე, მურმან ჯინორია, დავით ხრიკული, ლიზა რამიშვილი. აქციაში მონაწილეობისთვის თბილისს ეწვევია ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი – ჰილერ რასელი, 12 წლის გოგონა, რომელიც უკვე 60 კომპოზიციის ავტორია და რომელმაც საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოება დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

დიზაინერმა LAKO BUKIA-მ ფონდის იუბილესთან დაკავშირებით საგანგებო მაისურები შექმნა, რომელზეც “იავნანას” ლოგოსთან ერთად ქართველ კლასიკოს მწერალთა გამონათქვამებია დატანილი.

2014 წლის 3 მარტს სოციალურად დაუცველ 15 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები.

ფონდი მხარდამჭერებთან ერთად აგრეთვე, სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარება წარჩინებულ სტუდენტებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფონდის პარტნიორი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” საკუთარ ეთერს 3 მარტს მთლიანად ქველმოქმედებას დაუთმო. 3 მარტს რუსთავი2-ის პოპულარული გადაცემები: დილა მშვიდობისა, შუადღე, პროფილი, ნანუკას შოუ, ვანოს შოუ სპეციალურ გამოშვებებს მოამზადეს.

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია

პარტნიორი – ვისოლ-ჯგუფი

ოქროს სპონსორი – ნიკორა

გენერალური სპონსორი – ჰაიდელბერგ-ცემენტი

საინფორმაციო მხარდაჭერა: რუსთავი 2, რადიო ფორტუნა, მედია პალიტრა, ჟურნალი “ბომონდი”

Free WordPress Themes, Free Android Games