2011 წლის 22 მაისს ათენის საკონცერტო დარბაზში “მეღარო” გაიმართა ქართულ-ბერძნული საქველმოქმედო გალა-კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, ბერძენი საოპერო მომღერალი მარიო ფრანგულისი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ნიჟარაძე, თამთა გოდუაძე, ქართული ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი შვიდკაცა, ბერძენი რეჟისორი სპიროს ევანგელატუსი, ბერძენი მწერალი იოვანა კალპაქსი, რომელიც ქართველმა ხალხმა თბილისოს შესრულებით გაიცნო.
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორკესტრს დირიჟორობდა ნიკა მემანიშვილი.
საღამოს უძღვებოდნენ ნინო არაზაშვილი, მაია ასათიანი და იოსიფ მარინაკისი.

