სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი

ყველაზე მაგარი საღამო

2010 წლის 24 მაისს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჯგუფები “ნიკოლ-შოუ” “მგზავრები” “ფრანი” ნიაზ დიასამიძე, სალომე კორკოტაშვილი, ინგა ბერაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი მონაწილეობდნენ. კონცერტზე შესრულდა ფონდ “იავნანას” ახალი ჰიმნი ჩვენ ავაშენებთ სახლს. სიმღერის ავტორი გიგი გეგელაშვილი.

საქველმოქმედო აქციაზე 8 წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა ფონდ იავნანას  დადგენილება სწავლების საფასურის გადახდის შესახებ. სადაზღვევო კომპანია ალფა ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის 2 სტუდენტს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.   კონცერტის დასასრულს 3 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. ბარაბაძეების 6 შვილიან ოჯახს სახლი დავით კაკაბაძემ გადასცა. კურტანიძეების 6 შვილიან ოჯახს სახლი კახი კალაძემ შეუძინა. ასევე საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა ციყელაშვილების 7 შვილიან ოჯახს. მათთვის სახლი შეძენილი იქნა ქალაქ ხაშურში.

ციყელაშვილების ოჯახი
ციყელაშვილების ოჯახი
ბარაბაძეების ოჯახი
ბარაბაძეების ოჯახი
კურტანიძეების ოჯახი
კურტანიძეების ოჯახი

გაწეული ქველმოქმედებისათვის იავნანას “ოქროს რაში” გადაეცათ ქართულ ნაციონალურ ბალეტს, კომპანია ს/ს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” და ბადრი კაკაბაძის ოჯახს.

 

საინფორმაციო მხარდაჭერა –  რადიო ფორტუნა
“იავნანას” მედია პარტნიორი – რუსთავი 2
პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის პატრონაჟით
Free WordPress Themes, Free Android Games