2004 წლის 29 ოქტომბერს “იავნანას” მხარდასაჭერად საქართველოს სახალხო არტისტის ნანი ბრეგვაძის ინიციატივით, გაიმართა კონცერტი “სამი თაობა”, რომელშიც მონაწილეობდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.
საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცათ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, შეყვარებულ წყვილს დენის და იანა რომანოვებს, ერთი წლის თავზე დაიბადა “იავნანას” პირველი შვილი ეკა.


