ქრისტინე ჩაკვეტაძეს ჰყავს 2 შვილი. მეუღლე ხელზე მიღებული ტრავმის გამო არ მუშაობს. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო მამამთილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ეტაპზე მათ შემოსავალს შეადგენს დედამთილის ხელფასი, 300 ლარის ოდენობით. არ აქვთ საკუთარი სახლი. ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. ფინანსური პრობლემების გამო, უფროსი ბავშვი დროებით ცხოვრობს ბებიასთან, რომელიც სოციალურად დაუცველია და ასევე ცხოვრობს ქირით. უმცროს ბავშვს რამოდენიმე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა. სჭირდება ექიმის კონსულტაცია და გამოკვლევები, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ოჯახს არ გააჩნია და ითხოვს ფინანსურ დახმარებას. ქრისტინე ჩაკვეტაძეს გაეწია ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
ელენე ინწკირველი. 18 წლის. სოციალურად დაუცველი ახალგაზრდაა. ელენე და მისი მეუღლე გიორგი ჩიხლაძე იზრდებოდნენ ბავშვთა სახლში. მათ არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ ოზურგეთის რაიონის სოფელ ფამფალეთში მიტოვებულ სახლში. 27 აგვისტოს შეეძინათ ბავშვი, რომელსაც დაუდგინდა დაავადება სპინაბიფიდა. დაბადებიდან მეორე დღეს 28 აგვისტოს ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია. ამჯერად, ბავშვი დედასთან ერთად იმყოფება ქ. თბილისში, თემქაზე მდებარე პერივატ კლინიკაში. ელენეს მეუღლე მუშაობდა მშენებლობაზე, თუმცა ბავშვის ავადმყოფობის გამო, მიღებული შემოსავალი არასაკმარია ოჯახისათვის. ბავშვი იმყოფება ხელოვნურ კვებაზე. ამ ეტაპზე ოჯახს ესაჭიროება ბავშვის საკვები „სიმილაკი“ , ბავშვის უსაფრთხო ტრანსპორტირება ქ. ოზურგეთში და პირველადი საჭიროების ნივთები. ფონდმა „იავნანამ“ დახმარება გაუწია ოჯახს.

