7 იანვარს, ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ფონდ “იავნანასთან” და მომღერალ სოფო ხალვაშთან ერთად მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მარკოზაშვილების ოჯახი ნაქირავებ, ერთოთახიან სახლში ხუთ ბავშვთან ერთად ცხოვრობს.
მათ საახალწლო საჩუქრებთან ერთად გადაეცათ მაცივარი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდნენ და საკუთარი სახსრებით შეძენას ვერ ახერხებდნენ.
ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელთა განცხადებით მრავალშვილიან ოჯახისათვის გაწეული დახმარება ერთჯერადი არ არის და მარკოზაშვილების ოჯახთან კვლავაც გააგრძელებენ მეგობრობას.

