ქუთაისის გაენათის ეპარქიის წმ. გიორგი ჭყონდიდელის ტაძრის წინამძღოლი. დეკანოზი ნიკოლოზ ჟურავსკი. ჰყავს 7 შვილი. არ აქვთ საკუთარი სახლი. მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ბავშვები ოცნებობდნენ სახლზე, რომელის მშენებლობაც მამა ნიკოლოზმა მრევლის დახმარებით დაიწყო და ფონდ “იავნანას” ხელშეწყობით უახლოეს მომავალში დასრულდება. მრავალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადასცა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის “ტავ ჯორჯია”-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა ზაქარაძემ.