საქველმოქმედო აქციები

ფონდმა “იავნანამ” პაატა ბურჭულაძესთან და ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 42 წლის იუბილე მიულოცა და უწმიდესსა და უნეტარესს მცირე კონცერტი მიუძღვნა.

საღამო 10 წლის ვუნდერკინდმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ საკუთარი ნაწარმოებებით გახსნა. რამდენიმე ნომერი შეასრულეს პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა, მევიოლინეებმა ანნა ჭანიამ და ანასტასია აღლაძემ, ფლეიტისტმა ნანუკა გოლიაძემ.

დაწვრილებით

ფონდმა ” იავნანა” კინოფესტივალის “თბილისური აისი-2019” მთავარი პრიზის მფლობელი დააჯილდოვა

20 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალის “თბილისური აისი” დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, ბელგიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გერმანიის, იაპონიის, ირანის, რუსეთის, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენლები. ფესტივალის ჟიურის ფავორიტი გახდა  ფილმი “Other Side of Door” და მთავარი პრიზი გადაეცა ფილმის  ნორჩ იაპონელ რეჟისორს   იუტა სააკის.

დაწვრილებით

ფონდ “იავნანას” სტიპენდიანტი 9 წლის ელენე დარჩია გახდა

2019/20 სასწავლო წლის ფონდ “იავნანას” რჩეული სტიპენდიანტი ბათუმელი მუსიკოსი, 9 წლის ელენე დარჩია გახდა, რომელიც სენაკის პიანისტთა ფესტივალის ერთ-ერთი ლაურეატია. ელენე აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა წარადგინა.

დაწვრილებით

“იავნანა” მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

მთელი საქართველოს მასშტაბით 16 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ოჯახს (ჯამში 60 ბავშვს)  გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. საკვებ პროდუქტებთან  ერთად ოჯახებს გადაეცათ საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის მაცივარი და სარეცხის მანქანა, ჰიგიენური ნივთები და  ტანსაცმელი. საკვები პროდუქტები გადაეცა მედეა ქსოვრელის, ნონა კოზანაშვილის, თამარ თამლიანი, ირმა კიპაროიძის, მარიამ წიკლაურის,  მარიამ გუგულაშვილის, სალომე სვანიძის, თამარა კარეიანის 

დაწვრილებით

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90–ე წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, კერძო, სრული და არასრული სკოლების, გიმნაზიებისა და კოლეჯების VIII – XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. „იავნანა“ მეხუთე წელია კონფერენციას პარტნიორობას უწევს, 11 მაისს ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ქართული ლიტერატურის,

დაწვრილებით

სააღდგომო საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახებს

სააღდგომო საჩუქრები გადაეცა სოციალურად დაუცველ კარეიანისა და ხორგუანის ოჯახებს. შენგელიების 4 შვილიან ოჯახს საკვებ პროდუქტებთან ერთად, ასევე გადაეცა 4 საწოლი და სარეცხი მანქანა.

დაწვრილებით

ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი თბილისი რუმსის Garden Hall-ში.

აღიარებული მუსიკოსი ვალერიან შიუკაშვილი ახალი ალბომის „Pregnancy Music“ მიღებულ შემოსავალს ფონდ “იავნანას” ურიცხავს. 

დაწვრილებით

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში

2019 წლის 22 იანვარს გაიმართა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი 3 ტურად, რომელშიც ამჯერად საჯარო სკოლების მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას. ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. თამაშის დასასრულს გამარჯვებულებს ფონდ “იავნანას” მიერ დაარსებული  პრიზები გადაეცათ. 1 ადგილი -200 ლარი. მე-2 ადგილი -150. მე-3 ადგილი- 100 ლარი.

დაწვრილებით

საახალწლო საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახებს

ფონდში გამოგზავნილი წერილების პასუხად „იავნანამ“ საშობაო ოცნებები აუხდინა პატარებს. სოციალურად დაუცველ ტაბატაძეების, ლაგვილავების და ხორგუაშვილების ოჯახს ნანატრი სათამაშოები, თოჯინები, საკვები პროდუქტი და ტკბილეული გადაეცათ. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ აბულაძეების უდედოდ დარჩენილ 6 არასრულწლოვან ბავშვს, რომელთაც მამა – შალვა აბულაძე ზრდის ფულადი დახმარება გაუწია ფონდმა.

დაწვრილებით

Free WordPress Themes, Free Android Games