31 მაისს – “კაცია-ადამიანი?!” – ილია ჭავჭ

31 მაისს 20:00 სთ ფონდი „იავნანა“ და „აზდაკის თეატრი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო სპექტაკლზე გიწვევთ. „თეატრი ათონელზე“ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ მიხედვით რეჟისორ ივანე გაბრუაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს უმასპინძლებს.
ინტეგრირებული დასი – „აზდაკის თეატრი“ 2016 წელს დაარსდა და 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 8 ტიპური განვითარების მსახიობს აერთიანებს.
10 ივნისს ფონდ „იავნანას“ თანადგომით „აზდაკის თეტრი“ ბორჯომისკენ გაემართება საგასტროლოდ.
პროექტის მხარდამჭერები: კულტურისა და სპორტის სამინისტრო და „თეატრი ათონელზე“

Free WordPress Themes, Free Android Games