31 მაისი. ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალი

ხელოვანთა გაერთიანებამ კონცეპტArt და ფონდმა„იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალი წარმოადგინა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატებმა, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსებმა, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

ფესტივალი 31 მაისს გაიხსა და მსმენელის წინაშე სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო) და რეზი მარშანია (ფორტეპიანო) წარსდგნენ.

ფესტივალის სპეციალური სტუმრები – თეა დარჩია და თეა დარჩიას სტუდია “თედასის” წევრები.

წამყვანი – მუსიკოსი დავით ალადაშვილი.

გია გოგატიშვილის ფოტოები

Free WordPress Themes, Free Android Games