28 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცოტნე ზედგინიძის პირველი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

საქველმოქმედო  კონცერტით შემოსული თანხა გადაერიცხება ორხევში მდებარე ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას, რომელსაც ჩასაბერ საკრავთა გოგონათა სასულე ორკესტრი ჰყავს, საქართველოში ერთადერთი, სკოლას ასევე ჰყავს გაერთიანებული ორკესტრი.

ამ სკოლაში აღზრდილი მუსიკოსები უკრავენ საქართველოს სიმფონიურ ორკესტრებში, თბილისის ბიგ-ბენდში და  11 მათგანი საქართველოს სამხედრო ორკესტრში.  „იავნანა“ ამ სასწავლებელს მეოთხე წელია ეხმარება.

ასევე, ფონდ „იავნანას“ გამგეობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს კომპოზიტორ და პიანისტს ცოტე ზედგინიძეს  შესაძლებლობა მიეცემა გაემგზავროს ბრუსელში და მისთვის ძალიან საინტერესო საოპერო თეატრში დაესწროს მის მიერვე წინასწარ შერჩეულ სპექტაკლს. ფონდი სრულად უზრუნველყოფს ცოტნეს მოგზაურობის ხარჯებს.

Free WordPress Themes, Free Android Games