ფონდი „იავნანა“ მადლობას უხდის მუსიკოს თამუნა შენგელიას, რომელმაც საკუთარი დაბადების დღე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსს მიუძღვნა. 26 წლის მევიოლინეს ვატო მაღრაძეს რამდენიმე თვის წინ მწვავე ლეიკემია დაუდგინდა.

თამუნა შენგელიამ სხვადასხვა თაობის ცნობილი შემსრულებლები გააერთიანა, საქველმოქმედო სალონური კონცერტი გამართა და მეგობრებთან ერთად ვატოს დაეხმარა.

ვატო ამჟამად, გერმანიაში გადის მკურნალობის კურსს. მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 12 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.

„იავნანას“ აქციაზე 30 000 ევროს შეგროვება გახდა შესაძლებელი, თამუნა შენგელიას მეგობრებმა 3 720 85 ლ შეაგროვეს, რაც 1208 ევროა. დარჩენილი თანხა 68 792 ევროს შეადგენს.

საქართველოს ბანკი
მიმღები: ნათია ყულოშვილი GE52BG0000000100979687
თი ბი სი ბანკი
მიმღები: ნინო თავბერიძე GE72TB7770245061600009
გერმანულ ბანკში ვატოს ანგარიში:
Iban: DE30280501000092677095
BIC: SLZODE22xxx
Vakhtangi Magradze
Landessparkasse zu Oldenburg

Free WordPress Themes, Free Android Games