ჯუზეპე ვერდი - ბედის ძალა

ჯუზეპე ვერდი – ბედის ძალა

2012 წლის 4 იანვარს ფონდი “იავნანასა” და “თიბისი” ბანკის ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

საღამო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართა და პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში – საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნა ჯუზეპე ვერდის ოპერა – ბედის ძალა.

კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მიშა ბახტაძე, ირაკლი მურჯიკნელი, ელენა პუტილოვა, ვახტანგ ჯაშიაშვილი.

სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი – ალბერტო რინალდი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრს დირიჟორობდა ჯანლუკა მარჩიანო.
კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა დიასამიძეების 9 შვილიან ოჯახს.

Free WordPress Themes, Free Android Games