ატილა

ჯუზეპე ვერდის ოპერა – “ატილა”

3 მარტს ფონდმა “იავნანამ” და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო სპექტაკლი და ტელემარათონი გამართეს. “იავნანას” მოწვევით ჯუზეპე ვერდის ოპერაში “ატილა” ქართველ სოლისტებთან ერთად მთავარი პარტიები მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა საოპერო მომღერლებმა ჯოვანი ბატისტა პაროდიმ (ბანი), კიარა ტაიჯიმ (სოპრანო) და კარმელო კორადო კარუზომ (ბარიტონი) შეასრულეს. საქველმოქმედო სპექტაკლით შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახებისა და წარჩინებული სტუდენტების თანადგომას მოხმარდა. საკუთარი სახლის გასაღები ფირცხალაიშვილების მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა. სპექტაკლი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

Free WordPress Themes, Free Android Games