“ერთად გადავარჩინოთ მომავალი” – მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს ასეთი მოწოდებით დაარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა”, დაარსების პირველივე დღიდან “იავნანა” ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საიმედო თავშესაფრი გახდა. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. პაატა ბურჭულაძის წინადადებას საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობის შესახებ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები პირველი შეთავაზებისთანავე თანხმდებიან. მიღებული შემოსავალი სრულად ხმარდება მზრუნველობამოკლებულ პატარებს.
2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, პაატა ბურჭულაძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.
2010 წლის 3 დეკემბერს მას მიენიჭა გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება.