ქველმოქმედება სოფიკოს სახელით

ქველმოქმედება სოფიკოს სახელით

თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდმა “იავნანა” საქველმოქმედო ტელემარათონი თავისი ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილეს მიუძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კახი კავსაძემ, ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ბუბა კიკაბიძემ, პაატა ბურჭულაძემ, თენგიზ არჩვაძემ, მურმან ჯინორიამ, ჯემალ ღაღანიძემ, თამარ სხირტლაძემ, მაკა მახარაძემ, მაია ჯაბუამ, ეკა ჩხეიძემ, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნანა ავალიშვილმა, ნინო ბურდულმა,გიორგი ცაგარელმა, დავით მაღრაძემ, ანსამბლმა”შვიდკაცა”, ბასტი ბუბუმ, მარჯანიშვილის თეატრის დასმა. სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
“იავნანას” ოქროს რაში გადაეცათ დიმიტრი და საიდა მჭედლიძეებს
კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა 4 მრავალშვილიან ოჯახს. 31 სოციალურად დაუცველ სტუდენტს გაეწია ფინანსური დახმარება.

კომპანიები და კერძო პირები, რომლებმაც მარათონის მსვლელობისას შემოწირულობა გაიღეს:

კომპანიამ “ბილაინი” 5 000 ლარი. ხალიკბანკი 5000 ლარი. ტურისტული კომპანია”My Travel” აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის 2 ბავშვს გაუწევს დახმარებას 1 წლის განმავლობაში. ბანკი “კონსტანტა” აგვისტოს ომში დაღუპულ 20 ბავშვს ყოველთვიურად 100 ლარს ჩურიცხავს 1 წლის განმავლობაში. “ბაზისბანკი” 3 ბავშვს გაუწევს დახმარებას, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო 3 ბავშვს გაუწევს დახმარებას. კომპანია “ვისოლი” 6 ბავშვს გაუწევს დახმარებას. ავთანდილ წერეთელი უმცროსი 1 ბავშვს გაუწევს გახმარებას, ასევე 1 ბავშვს დაეხმარება ირინკა წერეთელი. საქართველოს ბანკმა ჩარიცხა 5000 ლარი, კომპანია “კოკა კოლამ” 6 000 ლარი და 5 ბავშვს გაუწევს დახმარებას, ზირაათ ბანკმა ჩარიცხა 1200 ლარი, კომპანია კოდამ ჩარიცხა 1200 ლარი, ლაკო ბუკიამ 1200 ლარი, დაცვის სამსახურმა “ალგანი” ჩარიცხა 1200 ლარი, “ქეი ეს ბი” ბანკმა ჩარიცხა 3000 ლარი, კომპანია “უტა” 2012-ს შემოქმედებითი კოლექტივი, რომელიც აპროექტებს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს – 2400. კომპანიამ “ახალი ორნამენტი” 1500 ლარი, ჯუმბერ ხატიაშვილმა ჩარიცხა 2400 ლარი, ვალერი კვარაცხელიამ 2400 ლარი, თემურ მიქაუტაძემ 1200 ლარი, თემურ გვალიამ 2400 ლარი, თემურ ბერიშვილმა 2400 ლარი. კომპანია “ბი ენდ პი” 2000 ლარი, კომპანია “დარიალ ენერჯი” 2400 ლარი, ნონა მინაშვილი 1000 ლარი, კომპანია “გზამშენებელი” 1000 ლარი, “ელიზი ჯგუფი” 1000 ლარი, “მედიქლაბ ჯორჯია” და მისი დირექტორი დიმიტრი მახათაძე-3000 ლარი, კომპანია “ლუგო” 3000 ლარი, კომპანია “ახალი ნათება” 1200 ლარი, პროკრედიტ ბანკი 5000 ლარი, კომპანია “გეო ინვესტი” 2400 ლარი, კომპანია “ინსტა” 2400 ლარი, კომპანია “ტექნიკა სერვისი” 1000 ლარი, ბაგრატიონი “1882” 6 ბავშვს გაუწევს დახმარებას “ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია” 2000 ლარი. “ინვესტბანკი” 2 ბავშვს გაუწევს მეურვეობას და 1 წარჩინებულ სტუდენტს დაასაქმებს, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი 1 წარჩინებული სტუდენტის სწავლას დააფინანსებს, ზურაბ წერეთელი მზად არის კიდევ დამატებით 5 სტუდენტს დაუფინანსოს სწავლის გადასახადი. სოსო ნიჟარაძე 2 ბავშვს გაუწევს 1 წლის განმავლობაში დახმარებას და ასევე, მისი კომპანია “სოლარტ საქართველო” უზრუნველყოფს მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მზის ენერგიით მთლიან განათებას, კომპანია “BLACKSEA ESTATES ” და მისი დამფუძნებელი როლანდ ხმალაძე 2 ბავშვს გაუწევს დახმარებას, ინტერნეტ გადარიცხვებიდან შემოსულია 5 000 დოლარი, რომელიც კიევიდან ჩარიცხა ვაჟა იუკურიძემ. ქეთევან ბაგრატიონი იტალიიდან 2 ბავშვს გაუწევს დახმარებას, დუბლინში ქართული დიასპორა და მისი ხელმძღვანელი – 1 ბავშვს დაუწევს დახმარებას. ასევე 1 ბავშვს დაეხმარება ირლანდიიდან მამა დავით ლორეგრანი და მისი მრევლი. ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი 10 ბავშვს გაუწევს დახმარებას. ბადრი კაკაბაძის ოჯახი 10 000 ლარი, გრიგოლ ქათამაძე 1000 ლარი, არქიმანდრიტი საბა კუჭავა 1000 ლარი, კომპანია “ბელუქსი” 5 000 ლარი, ჯულია ხოფერია 10 000 ლარი, სამორინე შანგრილა 6 000 ლარი, საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოება 500 ლარი, ახალი ევროპული ბრენდი “ჯინო პარადისე” 2400 ლარი, შპს “დათო”-ნუგზარ დემეტრაშვილი 6 000 ლარი, შპს კოდა 1200 ლარი, მანანა შეროზიას თვალის კლინიკა 2400 ლარი. კომპანია “თავისუფალი ტაქსი” მოგებიდან 1 % გადმორიცხავს, კომპანია “ბადაგონი” ახმეტის რაიონში მცხოვრებ 2 მრავალშვილიან ოჯახს 7 შვილიან ბერუაშვილების და 6 შვილიან გიგანების ოჯახს 1 წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

პროექტის წარმომდგენები
ფონდი “იავნანა” და კომპანია “სილქნეტი”
მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და მარჯანიშვილის თეატრი
მედიაპარტნიორები – რუსთავი 2, რადიო ფორტუნა, მედია პალიტრა, აუთდორჯი და ჯეოლაინი

Free WordPress Themes, Free Android Games