ფონდმა “იავნანამ” პაატა ბურჭულაძესთან და ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 42 წლის იუბილე მიულოცა და უწმიდესსა და უნეტარესს მცირე კონცერტი მიუძღვნა.

საღამო 10 წლის ვუნდერკინდმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ საკუთარი ნაწარმოებებით გახსნა. რამდენიმე ნომერი შეასრულეს პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა, მევიოლინეებმა ანნა ჭანიამ და ანასტასია აღლაძემ, ფლეიტისტმა ნანუკა გოლიაძემ.

Free WordPress Themes, Free Android Games