ფონდმა ” იავნანა” კინოფესტივალის “თბილისური აისი-2019” მთავარი პრიზის მფლობელი დააჯილდოვა

20 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალის “თბილისური აისი” დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, ბელგიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გერმანიის, იაპონიის, ირანის, რუსეთის, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენლები.

ფესტივალის ჟიურის ფავორიტი გახდა  ფილმი “Other Side of Door” და მთავარი პრიზი გადაეცა ფილმის  ნორჩ იაპონელ რეჟისორს   იუტა სააკის. მთავარ პრიზთან ერთად გამარჯვებულს ფონდ „იავნანას“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცა.

ფესტივალის მიზანი იყო კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა. პროგრამა გულისხმობდა უცხოელი ბავშვებისთვის ქართული კულტურის გაცნობას, დამეგობრებას, კულტურის, სპორტისა და განათლების საკითხებში პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო სამეგობრო წრის გაფართოებას.

Free WordPress Themes, Free Android Games