ფონდმა ”იავნანამ” და ”საქართველოს ლატარიის კომპანიამ” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს

29 ოქტომბერს ფონდმა ”იავნანამ” და ”საქართველოს ლატარიის კომპანიამ” კონსერვატორიის მცირე დარბაზში ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. კონცერტში ”იავნანას სალონი” მონაწილეობა მიიღეს ფონდის სტიპენდიანტებმა და იმ ახალგაზრდებმა, რომელთაც სხვადასხვა დროს ნაწილობრივ დაუფინანსდათ სწავლის საფასური. „იავნანას“ წარჩინებული სტუდენტების უმეტესობა მსოფლიოს პირველი კლასის თეატრების მიწვეული სოლისტები არიან. ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ფონდი ”იავნანა” დაარსების დღიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 850-ზე მეტ ახალგაზრდას დაუფინანსდა სწავლის საფასური და განსაკუთრებულად ნიჭიერ სტუდენტებს დაენიშნათ პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ სახელობითი სტიპენდია, რომელიც 2015 წლიდან 300 ლარს შეადგენს.

Free WordPress Themes, Free Android Games