ფონდმა "იავნანამ" და "რუსთავი 2" ერთობლივი ტელემარათონი გამართეს

ფონდმა “იავნანამ” და “რუსთავი 2” ერთობლივი ტელემარათონი გამართეს

2010 წლის 3 მარტს ფონდმა “იავნანამ” და “რუსთავი 2” ერთობლივი ტელემარათონი გამართეს, აქცია ასევე გადაიცემოდა ისრაელში მაუწყებელი ქართული ტელეკომპანია “ჯი-თი-ვის” პირდაპირი ეთერით. საქველმოქმედო კონცერში მონაწილეობისთვის საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ტენორი ჯუზეპე ჯაკომინი, მოწვეულ სტუმართან და პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგნენ “იავნანას” მეგობრები და მხარდამჭერები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, მაია ჯაბუა, დათო ევგენიძე, ნატო მეტონიძე, რეზო ჩხიკვიშვილი, რომან რცხილაძე, მარიამ როინიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, მორის ჯანაშვილი, სოფო ხალვაში, სალომე კორკოტაშვილი, მარიკო ებრალიძე, სალომე ბაკურაძე, ანი კეკუა, ნინი შერმადინი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ავთო ცქვიტინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნინო კასრაძე, ნიკა მემანიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გუნდი.

საქველმოქმედო აქცია აგვისტოს ომის დროს დაობლებული 130 ბავშვისათვის ყოველთვიური დახმარების პროექტს და ფონდ “იავნანასადმი” გაგზავნილი ბავშვების ოცნებების ასრულებას მიეძღვნა.

აქციის გენერალური სპონსორი ბაგრატი 1003
ოქროს სპონსორი “ვისოლი”
საინფორმაციო მხარდაჭერა “მედია პალიტრა”

რადიოპარტნიორი ფორტუნა FM 106.9
ტელემარათონის ტექნიკური უზრუნველყოფა კომპანია “ჯეოლაინი”
პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის პატრონაჟით

Free WordPress Themes, Free Android Games