“იავნანა” პანდემიის დროს, სტუდენტებს საქართველოში დაბრუნებაში დაეხმარა

ფონდმა „იავნანამ“ დახმარება გაუწია კორონა ვირუსის პანდემიის გამო, გერმანიაში უსახსროდ დარჩენილ ქართველ სტუდენტებს.მათი უმრავლესობა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სხვადასხვა ქალაქში, როდესაც გამოცხადდა პანდემია და სასწავლებლები დაიხურა. სტუდენტებს ფონდი დაეხმარა საქართველოში დაბრუნებაში, მათ შორის – იტალიაში სასწავლებლად მყოფ მეცო-სოპრანოს ნუცა ზაქაიძეს. 23 მარტს ბერლინი-ბათუმის მიმართულებით შესაძლებელი გახდა 18 სტუდენტის ჩამოყვანა:   თამუნა კაპანაძე, ვასილი ჩიტიძე, მარიამ ხასაია, გიორგი ლორთქიფანიძე, ინგა წიკლაური,  ხათუნა მელიქიძე, ნინო მაისურაძე, ზურაბ კოტრიკაძე, მარიამ შოთაშვილი, ნატალია ხაჭაპურიძე, ივანე მამრიკიშვილი, ფონდი ასევე ბილეთების შეძენაში დაეხმარა: გიორგი ვაშაკიძეს, სალომე დემეტრაძეს, ნინო ვაშაკიძეს, ანა ტუღუშს, ირაკლი დემეტრაძეს.

მარიამ შოთაშვილი: „იავნანა რომ არა, ალბათ, სასოწარკვეთილები და დაბნეულები ვიქნებოდით დღემდე უცხო ქვეყანაში ყველაფრისგან შორს, მადლობა რომ აკეთებთ სიკეთეს, სიტყვებით შეუძლებელია იმ ემოციის და ბედნიერების გადმოცემა რასაც დღეს ჩვენ ვგრძნობთ.“

მარიამ ხასაია: “ძალიან დიდი მადლობა ბატონ პაატას და ფონდ “იავნანას”, ყველაზე რთულ დროს გამოჩნდით და მოგვეცით რწმენისა და სიმშვიდის გარანტია. პრაქტიკაზე წამოსული  სტუდენტები მოულოდნელად აღმოვჩნდით კრიტიკულ სიტუაციაში, სადაც გაუქმდა ყველა ფრენა, დაიხურა ყველა სასტუმრო თუ კვების ობიექტები, ჩაიკეტა საზღვრები”.

Free WordPress Themes, Free Android Games