ფონდი „იავნანა“ ულოცავს სანდრო გეგეჭკორს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას!

18 წლის პიანისტი სანდრო გეგეჭკორი რამდენიმე წელია ფონდ „იავნანას“ საამაყო სტიპენდიანტია. მან 2017 წელს ვენაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გრანპრი და ორი სპეციალური პრიზი მოიპოვა. 2018 წელს მას ქალაქ ტამბოვში მიანიჭეს რახმანინოვის პრიზი და დიდი მაესტროს სახლ-მუზეუმში დაფუძნდა ახალგაზდრული ფესტივალი ”გეგეჭკორი-რახმანინოვთან”.
2018 წლის 1 ნოემბერს სანდრო ფონდ „იავნანას“ თანადგომით გაემგზავრა ნიუ იორკში, ფრედონიაში დაგეგმილ კლოდიტ სორელის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
4 ნოემბერს სანდრო გეეგჭკორი სამ კოლეგასთან ერთად – ევან ჰუ,
სტეფანი პატინაუქსი, ლუკაშ იოდერი – კონკურსის ლაურეატი გახდა!

კონკურსზე შესრულდა რევაზ ლაღიძის – რონდო ტოკატა.

Free WordPress Themes, Free Android Games