სინათლის წელიწადი

სინათლის წელიწადი

15 ნოემბერს ჯგუფმა “სინათლის წელიწადი“ და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭრად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

პირველი როკ კანტატა საქართველოში სახელწოდებით – “თაობა XXI”, სიმფონიური ორკესტრის სრული შემადგენლობის თანხლებით პირველად შესრულდა თბილისის საკონცერტო დარბაზში. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორა, პროექტის ავტორი – კომპოზიტორი და მომღერლი გიგი გეგელაშვილი. კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილმა ქართველმა სოლისტებმა ლუკა ზაქარიაძემ, ოთო ნემსაძემ, სოფო ტოროშელიძემ და სოფო ხალვაშმა მიიღეს მონაწილეობა.კონცერტის დასასრულს სახლის გასაღები გადაეცა ლუკა გოდიშვილს და მის ექვსშვილიან ოჯახს.

Free WordPress Themes, Free Android Games